ეუთო/ოდირის განცხადება

30 ნოემბერი 2024, 18:41 241 ნახვა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. განცხადების მიხედვით, საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და სერიოზულად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.
ორგანიზაციის  განცხადებაში, წერია რომ ძალის არა პროპორციულმა და განურჩეველმა გამოყენებამ გავლენა მოახდინა მომიტინგეების და ჟურნალისტების დიდ რაოდენობაზე. მშვიდობიანი უფლება არის თავისუფლება, რომელიც დევს ყველა დემოკრატიული საზოგადოების გულში და ეუთოს ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ „ყველას ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება“  - წერია ეუთო/ოდირის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში