აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საეთერო დროს ითხოვენ, უფრო კონკრეტულად კი მოთხოვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ:
1. არსებული გადაცემების ფორმატში, პრაიმ ტაიმში, გამოყავით კვირაში მინიმუმ ერთი საათი პირდაპირ ეთერში, რათა პროტესტის წარმომადგენლებმა საზოგადოებას გააცნონ თავიანთი მიზნები, მოთხოვნები და განახლებული ინფორმაცია.
2. რუსთაველზე არსებული პროტესტი გაშუქდეს პირდაპირ ეთერში უწყვეტლივ. განსაკუთრებით დარბევების დროს
3. არსებულ ბადეში არსებული სადისკუსიო გადაცემებში, რომლებიც გადის პირდაპირ ეთერში, დაეთმოს დრო პროტესტის წარმომადგენლებს.