როგორც წინა დღეს ასევე გუშინ საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, ტელეკომპანია ფრომულას ჟურნალისტი გურამ როგავა კლინიკაში რჩება, აქციაზე დაშავებული "ტვ პირველის" ჟურნალისი მარიამ გაფრინდაშვილი კი კლინიკიდან გაწერეს. კიდევ ერთი ჟურნალისტი ზვიად მაისაშვილია, რომელსაც რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ექიმის თქმით, მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირი კი გატეხილი.