ბათუმში, ჭავჭავაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლეტის მძღოლი დაშავდა. იგი, სხეულის დაზიანენებით, კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ერთმანეთს მოტოციკლეტი და მსუბუქი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაში და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.