ევროკომისია, დღეიდან, ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას

01 დეკემბერი 2024, 13:17 262 ნახვა

დღეიდან, ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას.

ახალი, 5-წლიანი მანდატი 2024-2029 წლებს მოიცავს და კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული.

ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორისაა, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი.

გაფართოებას საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი იქნება. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროში ევროკომისრის პოსტს ლიეტუველი პოლიტიკოსი, ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს. ჯანდაცვის მიმართულებას კი, ოლივერ ვარჰეი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში