საპროტესტო აქცია ბათუმში დღესაც გაიმართება

02 დეკემბერი 2024, 10:28 230 ნახვა

საპროტესტო აქცია უცვლელი მოთხოვნებით დღეს 12 საათზე ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიგეგმა, 15 საათზე კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

გუშინ, გვიან ღამემდე გაგრძელდა საპროტესტო შეკრება და ქუჩებში მსვლელობა. თავდაპირველად, აქტივისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, რადგან აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

სასამართლოსთან მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები და რობოკოპები. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

საბოლოოდ, პროტესტი ევროპის მოედანზე დასრულდა, სადაც სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე, თბილისში მიმდინარე მოვლენებს აჩვენებდნენ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში