ევროპის მაუწყებელთა კავშირი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს საქართველოში

02 დეკემბერი 2024, 15:56 244 ნახვა

ევროპის მაუწყებელთა კავშირი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს საქართველოში.

„საპროტესტო აქციების დროს ათობით ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი დაშავდა. სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი დავით ბეჟანიშვილი, რომელიც საპორტესტო აქციის დროს დაზიანებები მიიღო.

გარდა ამისა, შეშფოთებული ვართ შაბათ-კვირას დემონსტრანტების ძალადობრივი შეჭრის მცდელობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ან დაშინების ყველა ქმდება სრულიად მიუღებელია.

მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, ევროპის მაუწყებელთა კავშირი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლება და უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა საქართველოში მიმდინარე პროტესტის გაშუქებისას“, - ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში