გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს რომელიმე თანამშრომელი ან გადაცემის წამყვანი გათავისუფლებულია სამსახურიდან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება - აჭარის მაუწყებელი

02 დეკემბერი 2024, 16:46 688 ნახვა

გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე თანამშრომელი ან გადაცემის წამყვანი გათავისუფლებულია სამსახურიდან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადებაშია აღნიშნული. 

"აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საეთერო ბადეში შესაბამის სპეცრეჟიმში გადის საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბები და პირდაპირი ეთერები მიმდინარე აქციებიდან. აქედან გამომდინარე, არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, სანამ არსებული პოლიტიკური ვითარებაა, ეთერში გავიდეს მხოლოდ ახალი ამბები და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან და მხოლოდ ამ დროით შემოქმედებითი ან პოლიტიკური თოქშოუები ეთერში არ გავა",- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში