სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების გაფიცვა

02 დეკემბერი 2024, 18:29 318 ნახვა

სტუდენტური პროტესტის ტალღა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურდება. გაფიცვა გამოაცხადეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.
სტუდენტების ნაწილი ლექციებზე შესვლას არ აპირებს და პროევროპულ საპროტესტო აქციებს უერთდება. ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებენ ლექტორებიც. აცხადებენ, რომ ემიჯნებიან და აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეჩერდეს მოლაპარაკება ევროკავშირთან.
საპროტესტო აქცია გამართეს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმაც. “წინ ევროპისკენ“, “ჩვენ ვირჩევთ ევროპულ გზას“ _ ამ ტრასფარანტებით კოლეჯი “ბლექსის“ სტუდენტები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ აქციის მონაწილეებს. სტუდენტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს არ დასწრებია მერვეს სკოლაში მოსწავლეთა ჯგუფი. ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და გმობენ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში