ბათუმის ამერიკული სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების საპროტესტო მსვლელობა

02 დეკემბერი 2024, 20:40 1393 ნახვა

ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლა ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. მოსწავლეები და მასწავლებლები თავდაპირველად სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გადაინაცვლეს ევროპის მოედანზე, იქ სადაც მე-5 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლის კოლექტივის განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ისინი იზიარებენ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში