რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება

03 დეკემბერი 2024, 00:32 279 ნახვა

თბილისში, საპროტესტო აქცია უკვე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სასტუმრო "თბილისი მერიოტის" მიმდებარედ იმყოფებიან, მომიტინგეთა ნაწილი რუსთაველის გამზირის მიმდებარედ რჩება.

აქციის მონაწილეთა და სპეცრაზმელებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით იყენებენ პიროტექნიკას და ისვრიან სხვადასხვა საგანს. სპეცრაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს.

 

 
რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში