შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია, მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როცა დარბევა დაიწყო - პრეზიდენტი

03 დეკემბერი 2024, 02:55 241 ნახვა

დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია, მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როცა დარბევა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და პროტესტის უფლებაზე – დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ.

საქართველოს მასშტაბით ხალხი დგას რუსული მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. დედაქალაქიდან დაწყებული, ყველაზე პატარა ქალაქებით დამთავრებული, ეს არის მოძრაობა, რომელიც არ ჰგავს არაფერს, რაც ჩვენს ისტორიაში მომხდარა. მესიჯი ნათელია – დამიბრუნე ჩემი ხმა!დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში