აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან

03 დეკემბერი 2024, 11:01 260 ნახვა

ხმაური იყო  გუშინ, გვიან ღამით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ. ბათუმში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ტელევიზიასთან გადმოინაცვლეს და მაუწყებლის დირექტორთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი შეხვდა. ნაზიბროლა ქობულაძე მათ დირექტორთან შეხვედრასა და პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე შეუთანხმდა.

აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიდნენ. მათ დირექტორისგან იმ სტუდიური გადაცემების აღდგენა მოითხოვეს, რომელთა გაშვებაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში ტელევიზიამ დროებით შეაჩერა. დირექტორის განმარტებით, გადაცემების შეჩერების ერთადერთი მიზეზი აქციებისა და მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში გაშუქებას უკავშირება. 

დირექტორი მათ დაჰპირდა, რომ ოთხშაბათს გადაცემების აღდგენის თარიღთან დაკავშირებით მაუწყებელი განცხადებას გააკეთებს.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი  მთავარი მოთხოვნა სტუდიაში პროტესტის მონაწილეების დაშვება იყო.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში