ზელენსკი სამშვიდობო სამიტზე რუსეთს მიიწვევს

03 დეკემბერი 2024, 15:44 228 ნახვა

უკრაინა რუსეთს მეორე სამშვიდობო სამიტზე მიიწვევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დეტალური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება „მშვიდობის ფორმულის“ ძირითად პუნქტებს.

უკრაინის ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის  ფორმულისა და სამშვიდობო სამიტის ჩასაშლელად. ისინი ახლა ამაზე მუშაობენ. 

ამერიკული მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ომთან დაკავშირებით პოზიციის შერბილებას იწყებს და მიანიშნებს, რომ უკრაინა შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ბრძოლის შეწყვეტას ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დათანხმდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში