აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია - ინგოროყვას კლინიკა

03 დეკემბერი 2024, 14:58 224 ნახვა

ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ხარაიშვილი აცხადებს, რომ აქციაზე დაშავებული 21 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, სტაბილურია.

მისივე თქმით, პაციენტი ამ დროისთვის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

"21 წლის პაციენტი შემოყვანილია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით. ამ მომენტისათვის თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე არის შენახული. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას", - განაცხადა ნინო ხარაიშვილი.

ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინგოროყვას კლინიკაში 12 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში