შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ევროპის მოედანზე აქცია გამართეს

03 დეკემბერი 2024, 17:30 388 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ევროპის მოედანზე აქცია გამართეს. 3 დეკემბერი შშმ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. მათი თქმით, დღეს ისევ უწევთ უფლებების დაცვა.

შშმ პირებმა გააპროტესტეს თბილისში აქციის დროს სმენის არ მქონე პირის ცემის ფაქტი და განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მისი უფლებების დაცვის ნაცვლად იგი დაარღვიეს.

ევროპის მოედანზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე გააპროტესტეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, გადაწყვეტილება საქართველოს ევროპასთან დააშორებს. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ ყველაფერის ფონზე თავს დაცულად არ გრძნობენ და ახლა წინა წლებთან განსხვავებით, 3 დეკემბერს აღნიშვნა არა შემეცნებით - საგანმანათლებლო აქტივობებით, არამედ საპროტესტო აქციით უწევთ.

 
ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში