ტემპერატურამ მნიშვნელოვნად კლება დაიწყო

19 აპრილი 2017, 00:00 3667 ნახვა

გასულ საღამოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება დაიწყო შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მძლავრმა ნაკადმა, რის გამოც დღის განმავლობაში ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა.  

ღამის საათებში დასავლეთიდან ციკლონი უფრო ინტენსიურად გავრცელდა. ტემპერატურამ მნიშვნელოვნად კლება დაიწყო, დასავლეთ საქართველოში  დაფიქსირდა  ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ ქობულეთში პიკს მიაღწია და  წამში 28 მეტრი დაფიქსირდა.

დღის ბოლომდე აჭარაში წვიმა შენარჩუნდება. საღამოს კი გამოიდარებს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება.

ზღაზე 2-3 ბალის საშტორმო მდგომარეობა იქნება. 22- სა და 23 აპრილს კი დროგამოშვებით იწვიმებს
ხვალ სანაპირო რაიონებში ღამით 7-12  , დღისით კი 15-20 გრადუსი სითბო
მთაში 1-6, დღისით 13-18 გრადუსი სითბო







გუშინ კი ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში