მსვლელობა ქობულეთში

03 დეკემბერი 2024, 22:35 273 ნახვა

საპროტესტო აქცია გრძელდება ქობულეთში. აქციის მონაწილეები მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, პროტესტის მიზანია თანამოქალაქეებს მიაწვდინონ თავიანთი ხმა და შემოერთდნენ აქციებს, რომელიც მათ ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება.

მონაწილეების პროტესტის ნიშნად ევროკავშირის და საქართველოს დროშები ჰქონდათ გამოტანილი.

ხმოვანი საყვირებით მათ ავტომობილების მძღოლებიც შემოუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ისინი მსგავსს მსვლელობებს მომდევნო დღეებში გამართავენ.

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში