დაკავება აფეთქების მომზადების ბრალდებით 

04 დეკემბერი 2024, 11:19 244 ნახვა

აფეთქების მომზადების ბრალდებით თბილისში  შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში