აქციაზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

04 დეკემბერი 2024, 10:26 216 ნახვა

29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. ერთი დაკავებული 21 წლის, მეორე 17 წლის მოზარდია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

მესამე, რომელსაც ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ის პირია, რომელმაც ბრალდების მიხედვით, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, სხვისი ნივთის დაზიანებასა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლებით სულ  5 პირია დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში