ბათუმის დრამატული თეატრის განცხადება

04 დეკემბერი 2024, 14:18 260 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  განცხადებას ავრცელებს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თეატრის გაფიცვის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

„გვინდოდა თეატრს შეფერხების გარეშე ემუშავა და დაძაბული ფონისა მიუხედავად, მაინც შეგვესრულებინა ჩვენი პროფესიული მოვალეობა, მაგრამ მოსალოდნელი პროვოკაციების და ობსტრუქციის გამო, რაც აღმოჩნდა, რომ სავსებით რეალურია გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ რამდენიმე სპექტაკლის ჩვენება, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს გაფიცვას“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

ალექსანდრე ქანთარია ასევე აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე თანამშრომელს ჰგონია, რომ გაფიცულია ეს მისი სერიოზული პროფესიული პრობლემაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში