მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის კამპანია

05 დეკემბერი 2024, 10:16 225 ნახვა

სუფრის მარილის ჭარბად მოხმარების შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე, მის პრევენციასა და მავნე კვებითი ჩვევების შემცირების გზებზე ისაუბრეს დაინტერესებულმა მხარეებმა შეხვედრაზე, რომელიც მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობისა და არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გაიმართა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული ადამიანებისთვის დღე-ღამეში რეკომენდირებულია 5გრ სუფრის მარილის მიღება. 

საქართველოში მარილის საშუალო დღიური მოხმარება 8,5 გრამს შეადგენს. მარილის ჭარბად მოხმარება არტერიული წნევის მატებასთან ერთად ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის, კუჭის კიბოს, თირკმლისა და სხვა ორგანოების დაავადებების განვითარების რისკს. 

მარილის ჭარბი მოხმარების მაჩვენებლის შემცირება ერთ-ერთი ეფექტური ღონისიებაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაავადებებით გამოწვეული ტვირთის შესამცირებლად. 

მარილოს მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად მოსაზრებები და გამოცდილება გაცვალეს ექიმებმა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და კვების საწარმოთა წარმომადგენლებმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში