ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ პლატფორმა იქს-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას.
„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“, - წერს მილერი.