დაკავებები და ჩხრეკა ოფისებში - დაკავებულებს ბრალი სავარაუდოდ დღეს წარედგინებათ 

05 დეკემბერი 2024, 12:01 195 ნახვა

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ახალგაზრდული მოძრაობის გუშინ დაკავებულ წევრებს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინოთ. შესაძლოა მათი ნაწილი დღესვე წარდგეს სასამართლოს წინაშე. დაკავებებთან ერთად, სამართალდამცველებმა გუშინ ჩხრეკა ჩაატარეს ოფისებსა და დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში.

დაკავებულთა ნაწილს ჯგუფურ ძალადობასა და მის  ორგანიზებაში ედება ბრალი. ნაწილს კი, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანებას ედავებიან.

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა პოლიციის იზოლატორთან განცხადება გააკეთეს და გუშინ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს უკანონო უწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში