უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს. უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას - ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ. ზელენსკის გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.