NASA-ს განცხადება

19 აპრილი 2017, 00:00 2494 ნახვა

დღეს დედამიწასთან ახლომდებარე, საკმაოდ მოზრდილი ასტეროიდი ჩვენს პლანეტას მილიონ 800 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. იგი სამი წლის წინ, 2014 წლის მაისში აღმოაჩინეს. მისი ზომა დაახლოებით 650 მეტრია, ზედაპირი კი მთვარეზე ორჯერ მეტად ამრეკლავია.

ასტეროიდის შესახებ სხვა ინფორმაცია მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ნასა-ს განცხადებით, ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შესაძლებლობა არ არსებობს, თუმცა მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ზომის ასტეროიდის დედამიწასთან მოახლოება, ძალიან იშვიათია.

ამავე კატეგორიაში