ხელოვანების პროტესტი

05 დეკემბერი 2024, 17:59 219 ნახვა

კვირაზე მეტია ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. აქციის მონაწილეები დღესაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას, პარალელურად კი რუსთაველის თეატრთან კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
მათი თქმით, მათ სურთ ქვეყანაში შექმნილ ეროვნული კრიზისზე ეროვნულ თეატრში ისაუბრონ და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელონ.
მსახიობების განცხადებით, თეატრი ხალხის სინდისია და ისინი ვალდებულები არიან დადგნენ იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება.
მანამდე კი რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა რომ რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი.
როგორც ის ამბობს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში