ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლისას რამდენიმე ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლავროვის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ეუთო-ს პლენარული შეხვედრების დარბაზი დატოვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა. ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში მიმდინარეობს.