"ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, დარჩება თუ არა კლინიკაში ელისაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.