უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურება

06 დეკემბერი 2024, 10:31 223 ნახვა

საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„გადაწყვეტილება საქართველოში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს - მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს.

მათ შორის სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში