პროტესტმა შესაძლოა, სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს - ზურა ჯაფარიძე

06 დეკემბერი 2024, 13:47 284 ნახვა

პროტესტმა შესაძლოა, სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პროტესტს ახასიათებს ციკლები, თუმცა ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გადიან იაზრებენ, რომ ქვეყანას არჩევანი მოჰპარეს. ასევე აღნიშნა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში.

„პროტესტმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვანაირი ფორმა, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ადამიანები, რომლებმაც გარისკეს საკუთარი თავისუფლება, სიცოცხლე, რომლებიც დღეს არიან დაკავებულები და კაცმა არ იცის როდის გამოუშვებენ, ადამიანები, რომლებიც ამ დღეების და ღამეების განმავლობაში ძვლებში დაამტვრიეს, ამ ადამიანებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გქონდათ ჩვენი იმედი, ჰქონდათ იმის იმედი და რწმენა, რომ სხვა დანარჩენები, ვინც დავრჩებოდით გარეთ, გავაგრძელებდით ბრძოლას. ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში. არანაირი პრობლემა არ არის, რომ რაღაც დღეს ადამიანების რაოდენობა იყოს ცოტა ნაკლები, არანაირი პრობლემა არ არის, რომ რაღაც დღეს შეიძლება ფოიერვერკები არ იყოს რუსთაველზე. ეგ არ არის არსებითი, არსებითია პროტესტის გაგრძელება ნებისმიერ შემთხვევაში და ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში