თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს. გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
დასმულ კითხვაზე გვარამიამ უპასუხა, რომ არსად შევარდნას არ ცდილობდა და მხოლოდ ჩხრეკის პროცესზე დასწრებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ გვარამია პარტია ''დროას'' ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.