პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავს

06 დეკემბერი 2024, 17:47 135 ნახვა

პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავს. აქცია დაორგანიზებულია მოძრაობის, „ქართული განათლება საფრთხეშია“ მიერ.

აქციის მონაწილეებიი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადადგომა, განათლებაში რეპრესიების შეჩერება.

მათივე განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ უკვე დაკარგა ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობა.

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში