დაკავებები დედაქალაქში გვიან ღამემდე გაგრძელდა. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად არიან ისინი მოთავსებული - ამის შესახებ სრული ინფორმაცია დაკავებულების ადვოკატებს არ აქვთ. "იემსის" ადვოკატის, მარიამ პატარიძის ინფორმაციით, გამთენიისას აქციის დაშლის დროს დაკავებულები ზაჰესის, საგარეჯოს, რუსთავის და გორის იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი. ასევე, ზუსტდება კიდევ რამდენიმე დაკავებულის ადგილსამყოფელი.
დაკავებულებს შორისაა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშიაც. ადვოკატის განცხადებით, სრულიად უკანონოდ დააკავეს, როცა ის ელბაქიძის დაღმართზე მიდიოდა. მისივე ინფორმაციით, ადვოკატებს 4 საათის განმავლობაში არ აწვდიდნენ ინფორმაციას სად ჰყავდათ ჟურნალისტი გადაყვანილი.