სტუდენტების მოთხოვნა

07 დეკემბერი 2024, 15:25 736 ნახვა

ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებთან შეხვედრასა და  პოზიციის დაფიქსირებას  სთხოვენ. გაფიცულ სტუდენტებს  მერაბ  ხალვაშისგან  დიპლომის საერთაშორისოდ აღიარებასთან დაკავშირებით  ახსნა -განმარტებების მოსმენა სურთ, საპასუხოდ სატელევიზიო კომენტარი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში არ გაკეთებულა, პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ  საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური   უწყების-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  განცხადება ბსუს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნეს.

განცხადებაში  აღნიშნულია, რომ არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა  ძირითადი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.სტუდენტებს აქვთ კითხვა ასევე  რექტორთან ,რატომ ჩაინიშნა   ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე  რექტორის არჩევნები, რაზეც  პრესსამსახურში  განგვიმარტეს რომ  მერაბ ხალვაშს უფლებამოსილების ვადა ეწურება და  პროცედურულად საჭირო იყო  არჩევნების ჩანიშვნა. ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ  20  იანვარს უნდა აირჩიოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში