სასამართლო პროცესები

07 დეკემბერი 2024, 18:23 204 ნახვა

საპროტესტო აქციების პარალელურად ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია, სადაც ახლა პროცესები მიმდინარეობს, თბილისის საქალაქო სასამართლოა. აქ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მსჯელობს. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან და სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ხელოვანებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში