მედია ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ ბათუმში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა, განცხადებაში ნათქვამია „მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას და შსს სამინისტროს შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა და ძალადობის წახალისება, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ფაქტები და მისცეს მედიის ყველა წარმომადგენელს უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება. შეკრებილებმა განცხადებები გააკეთეს და ამოიკითხეს სხვადასხვა მედიის 52 წარმომადგენლის სახელი გვარები , რომლებმაც მიმდინარე აქციებზე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. მედიის წარმომადგენლების სოლიდარობას ევროპის მოედანზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.