ნიღბიანების თავდასხმა ჟურნალისტებზე და მათზე ფიზიკური ძალადობა, გუშინ ღამით ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს თავს პირდაპირ ეთერში უცნობი პირები დაესხნენ, ისინი კლინიკაში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საბედნიეროდ საფრთხე არ ემუქრება, მომხდარმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოების ყველა ფენასა და ინსტიტუციაში და პროცესები დაგმო ყველამ. საზოგადოებრივი მაუწყებელი გმობს მედიაზე ძალადობას და მყისიერ გამოძიებას მოითხოვს.