დაპირისპირება პარლამენტში - სავარაუდოდ ოთარ კახიძეს თავში საფერფლე მოხვდა (ვიდეოკადრები)

19 აპრილი 2017, 00:00 2771 ნახვა

პარლამენტის სხდომაზე,  უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენის დროს, პარლამენტარებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. 

ფიზიკური დაზიანებები პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებმა მიიღეს. ჯერ პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყლით სავსე ჭიქა ესროლა. 

მეორე დაპირისპირება კი სხდომათა დარბაზის მიღმა მოხდა, ოთარ კახიძეს მისივე პარტიის "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის ნასროლი საფერფლე მოხვდა. სავარაუდოდ, კანდელაკმა საფერფლე ოცნების დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მისამართით ისროლა.  

დეპუტატებმა პარლამენტის შენობა უკომენტაროდ დატოვეს. კომენტარი არ გააკეთა არც "ქართული ოცნების" დეპურტატმა ვანო ზარდიაშვილმა. 

ამავე კატეგორიაში