ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია - გამოხმაურებები

09 დეკემბერი 2024, 11:43 230 ნახვა

ასადის მიერ სირიის დატოვების ფაქტს ეხმაურებიან ევროპაში. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ ასადის სასტიკი დიქტატურა დაეცა. მას მოლოდინი აქვს, რომ ეს ფაქტი იქნება რეგიონში ისტორიული ცვლილების მიღების შანსს, თუმცა არა რისკების გარეშე. ამბობს, რომ ევროპა მზადაა, მხარი დაუჭიროს ეროვნული ერთიანობის დაცვას და სირიის სახელმწიფოს აღდგენას. ასევე ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა წერს, რომ  ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს სირიელ ხალხთან უკეთესი მომავლისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს.„ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში