თურქული მედიის ინფორმაციით 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა თურქეთში მომხდარ სტიქიას. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და ქალაქ გირესუნიდან საქართველოში მოემგზავრებოდნენ.
თურქეთის სანაპიროზე, საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის გზა ნაწილობრივ გაიწმინდა და მოძრაობა შეფერხებით, თუმცა აღდგენილია.
გზა, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა, საერთაშორისო მნიშვნელობისაა და იგი ევროპა-აზიას აკავშირებს. სტიქიის გამო სატვირთოების გადაადგილება დროებით შეზღუდულია. შემთხვევა არჰავში, ართვინის პროვინციაში გუშინ მოხდა.