დეკანოზის სარჩელი სტრასბურგში ხვალ გაიგზავნება

19 აპრილი 2017, 00:00 2247 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სარჩელი  სავარაუდოდ გაიგზავნება, აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი.   სასულიერო პირმა სარჩელს უკვე მოაწერა ხელი. სარჩელი დაცვის მხარისთვის პროკურატურის მიერ დაწესებულ გაუთქმელობის პირობას ეხება.

ეკა ლომიძე აცხადებს, რომ ამის გამო ადვოკატები სრულფასოვნად ვერ ახერხებენ დაცვის უზრუნველყოფას, მათ შორის მოწმეების დაკითხვას, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. როგორც ე.წ-ლი ,,მატროსოვის” ციხიდან გამოსულმა გიორგი ფანცუალიამ განაცხადა, მეუფე იაკობის როლი საქმეში დიდია და შემთხვევითი არ არის, რომ ირაკლი მამალაძისა და მისი განცხადებები თითქმის იდენტურია.

ამავე კატეგორიაში