ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი დევაძე, სოციალურ ქსელში წერილს და ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.
ირაკლი დევაძე განმარტავს, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანმა სტუდენტების გულუბრყვილობა გამოიყენა და ისინი ჯგუფურ ძალადობაში ჩართო.
შეგახსენებთ, დღეს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი დააკავეს, დაკავებულია ოთხი სტუდენტიც.
გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება.