"დინამო" ბათუმმა ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრა სტუმრად "სამტრედიასთან" გამარათა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე, რევაზ ინჯგიამ გაიტანა. ამრიგად 36 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში საბოლოოდ 55 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ „იბერია“ გახდა.
ეროვნული ლიგა ოფიციალურად „სამტრედიამ“ დატოვა, ხოლო ეროვნული ლიგაში დასარჩენ ორ მატჩიან პლეიოფს „თელავი“ „რუსთავთან,“ ხოლო „გაგრა“ „სიონთან“ ითამაშებს.
მომავალ ზაფხულს საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, კონფერენს ლიგაზე კი ჩვენს ქვეყანას ქუთაისის „ტორპედო“, გორის „დილა“ და საქართველოს თასის გამარჯვებული, ეროვნული ლიგა 2-ის წევრი „სპაერი“ წარადგენენ.