აქცია დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით

10 დეკემბერი 2024, 18:28 215 ნახვა

თბილისში, შსს-თან საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები და პოლიტიკოსები უწყებასთან კიდევ ერთხელ აჟღერებენ მოთხოვნას - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ყველა ის პირი რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მათი თქმით სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს.
მათი თქმით, მიუღებელია ის ფორმებიც რასაც პოლიცია მათ მიმართ დაკავების დროს ახორციელებდნენ.
ამის გარდა, მომიტინგეების მოთხოვნაა - ხელახალი არჩევნები. აქციის მონაწილეებმა შსს-თან მიიტანეს აქციებზე დაშავებული მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების ფოტოებიც.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში