შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე ქართველი მეზღვაურიც იყო

19 აპრილი 2017, 00:00 4032 ნახვა

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა მათ შორის ერთი ქართველი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით გადარჩენილია ერთი მეზღვაური, ასევე ნაპოვნია ორი გარდაცვლილი, თუმცა რუსეთის სამაშველო სამსახურში არ აზუსტებენ ნაპოვნ ცხედრებს შორის, არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. მათი ამოცნობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. დილიდან მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სატვირთო გემი ფოთის პორტში 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. მომხდართან დაკავშIრებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმაც გააკეთა, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად ჩაერთვება შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრის სამძებრო სამუშაოებში.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში