ისრაელის არმიამ გაავრცელა კადრები, რომელზეც ასახულია "სირიაში სტრატეგიული იარაღის მარაგებზე განხორციელებული დარტყმები. ისრაელის განცხადებით, ამ აქტით სურს ხელი შეუშალოს იარაღის ტერორისტული ელემენტების ხელში ჩავარდნას.
ისრაელის მიზანია შექმნას "სტერილური თავდაცვის ზონა" სამხრეთ სირიაში, რომელიც იმოქმედებს სამხედროების მუდმივი ყოფნის გარეშე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
ბოლო 48 საათის განმავლობაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დამხობის შემდეგ, სამხედროებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავებმა განახორციელეს 350-ზე მეტი დარტყმა ობიექტებზე, მათ შორის საზენიტო ბატარეებზე, სამხედრო აეროდრომებზე, იარაღის წარმოების ობიექტებზე, საბრძოლო თვითმფრინავებსა და რაკეტებზე.