ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

11 დეკემბერი 2024, 09:19 192 ნახვა

6 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა რუსეთის  სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიეზე. მაშველები ქალაქის ცენტრში მდებარე კერძო კლინიკის დაბომბვის  შემდეგ დანგრეული შენობის ნანგრევებში მოყოლილ  რვა ადამიანს ეძებდნენ - განაცხადა  რეგიონის გუბერნატორმა ივან ფედოროვმა. მისი თქმით, ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, დაშავებულთა შორის კი ორი მედიკოსია. 26 წლის ოფთალმოლოგი ანა ზუბჩენკო თავის კაბინეტში მუშაობდა, როცა თავდასხმა მოხდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარაკეტო თავდასხმას სასტიკი უწოდა და  მოკავშირეებს  უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი სისტემის მიწოდებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში