ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. სხდომათა დარბაზში ერთი პირი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 9 დეკემბერს დააკავეს.
ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.