ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებზე თავდასხმა და ურთიერთბრალდებები

11 დეკემბერი 2024, 13:29 201 ნახვა

რუსეთმა  უკრაინის შეიარაღებული ძალები 10 დეკემბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ავტომობილზე მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულა.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ინციდენტის დღეს განაცხადა, რომ სამშაბათს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმავალ  გზაზე ექსპერტების მანქანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა,  სერიოზულად დაზიანებულია სააგენტოს ოფიციალური მანქანა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ ეს იყო მიზანმიმართული რუსული თავდასხმა, რაც ადასტურებს მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ინსტიტუტების სრულად უგულებელყოფას. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და მომხდარს კიევის რეჟიმის  პროვოკაციული და დაუფიქრებელი ქმედება უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში